კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, თონის საცხობში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ერთ- ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა, რომელმაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა.

გარდაცვლილი საცხობის თანამშრომელია და ის დილით სამსახურში გამოცხადდა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სიკვდილის გარემოებების დასადგენად, მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში, ექსპერტ – კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button