ჩინელმა ინჟინერმა ცოლად რობოტი შეირთო [Photo/Video]

ჩინელ ინჟინერს რეალური ქალის პოვნის იმედი გადაეწურა და ცოლად რობოტის შერთვა გადაწყვიტა. იდეალური შეყვარებული, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გააჩნია, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითონ შექმნა. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

31 წლის ინჟინერმა რობოტი-ქალის კონსტრუირება 2016 წელს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ დაასრულა. მან საცოლეს ინინი დაარქვა.
ინჟინერმა ინინთან ერთად სიმბოლური ქორწილი გადაიხადა, ხოლო სადღესასწაულო ცერემონიაზე საკუთარი მშობლები და მეგობრები მიიწვია.
ამჟამად ჩინელის მეუღლეს რამდენიმე სიტყვის წარმოთქმისა და ტექსტის ამოცნობის უნარი შესწევს. თუმცა მამაკაცი მიღწეულს არ სჯერდება და რობოტის გაუმჯობესებაზე მუშაობს. სულ მალე ინინი კერძების მომზადებასა და სახლის დალაგებას ისწავლის.

[print_gllr id=55946]

მსგავსი პოსტები

Back to top button