მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში დაკავებული მოძრაობა დროას ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობია

თელავში დაკავებული მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადგილსამყოფელი, ამ დროისათვის უცნობია

ხოშტარიას ადვოკატის, თამთა
ზირაქაშვილის განმარტებით, დაკავების შემდეგ, ხოშტარია კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი, ყვარელში დღეს დაკავებული აქტივისტების უდიდესი ნაწილი.

პოლიციასთან იმყოფებიან ადვოკატები, რომლებიც დაკავებულებთან შეხვედრას ელოდებიან.

ამ დროისათვის დაკავებულია თითქმის ოცი აქტივისტი, მათ შორის პოლიტიკური პარტიის წევრები.

პროტესტი სასტუმრო ყვარლის ტბის ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილის მაზლი საქართველოში საქორწინო ცერემონიალს გეგმავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button