მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ალიანსი პასუხისმგებელია ევროპის მოსახლეობის სიცოცხლის დაცვაზე.

მისი თქმით, საჰაერო სივრცის დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.

„ეს ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავებმა რუსულ თვითმფრინავებს ცეცხლი გაუხსნან, ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა ARD-ის ეთერში.

შეგახსენებთ, უკრაინა ნატო-ს ქვეყნის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სთხოვს

მსგავსი პოსტები

Back to top button