მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ერისთავის ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება

თელავში, ერისთავის ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება. მესამე თვეა, ადგილობრივები ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას უშედეგოდ ითხოვენ

ადგილობრივები რადიო ჰერეთთან განმარტავენ, რომ გზის რეაბილიტაცია რამდენჯერმე დაიწყეს და სამუშაოები ამ ეტაპზეც შეჩერებულია

” აპრილში გადათხარეს აქაურობა, დაიწყებენ, ჩერდებიან. ისეთი კომპანია ჰყავთ მოყვანილი, არც ტექნიკა მოიყვანა, არც მუშები, ერთი მიწის მთხრელი დადის. ახლა მილები მოიტანეს და დაყარეს. მანქანებით კი არა, ფეხით გადაადგილება გვიჭირს. წვიმა რომ მოვა, პირდაპირ სახლებში შემოგვდის და ყელამდე ტალახში დავდივართ. მიზეზი არ ვიცით, სამუშაოებს რატომ არ ასრულებენ”- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით ბეგიაშვილის განმარტებით, სამუშაოების დასრულება ქუჩაზე არსებულმა კანალიზაციის და წყალგაყვანილობის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

” რეაბილიტაციის დაწყებისას გამოიკვეთა, რომ ქუჩაზე, თავად მოსახლეობას აქვს წყალგაყვანილობის და კანალიზაციის პრობლემები. ველოდებით წყალმომარაგების კომპანიას, რომელმაც ეს უნდა მოაწესრიგოს და სამუშაოებს მალე დავასრულებთ”- განაცხადა ბეგიაშვილმა.

რაფიელ ერისთავის ქუჩის რეაბილიტაციისათვის 177 633 ლარი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button