რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდს.
შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
➡ჯარისკაცი – დაახლოებით 14 200
➡ტანკი – 450
➡ჯავშანტექნიკა – 1 448
➡საარტილერიო სისტემა – 205
➡სარაკეტო სისტემა – 72
➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43
➡თვითმფრინავები – 93
➡ვერტმფრენი – 112
➡სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 879
➡გემი/ნავი/კატარღა – 3
➡საწვავის რეზერვუარი – 60
➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 12
➡სპეციალური აღჭურვილობა – 11.
სამხედრო დანაკარგის გარდა ახალი სანქციები უწესდება რუსეთს – ავსტრალიის მთავრობამ შეზღუდვები ორ რუს ოლიგარქს, ასევე 11 ბანკსა და სამთავრობო ორგანიზაციას დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა ცენტრალური ბანკი, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების უმეტესობას ფარვას.
როგორც დერიპასკას, ასევე ვექსელბერგს ეკრძალებათ ავსტრალიაში გამგზავრება და ასევე ემუქრებათ “მიზანმიმართული ფინანსური სანქციები”.
იაპონიამ კი სანქციების სიას 9 კომპანია და 15 რუსი, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დაამატა. მათ შორის არიან თავდაცვის მაღალჩინოსნები და იარაღის სახელმწიფო ექსპორტიორი Rosoboronexport.
ასევე, სამხედრო ტექნიკის რამდენიმე მწარმოებელი, მათ შორის United Aircraft Corp, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯამში იაპონიამ სანქციები დაუწესა 76 ფიზიკურ პირს, 7 ბანკს და 12 სხვა ორგანიზაციას რუსეთში.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთთან და ბელარუსთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტი სენატში მუშავდება და მომავალ კვირას განიხილავენ.