მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერ-მინისტრი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

შვეიცარიაში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

„დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასე იმყოფებიან მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button