მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაუქმებულად გამოცხადებული შეთანხმების დოკუმენტი და წინაპირობები ოპოზიციას

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა.

“19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს… 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი ითამაშა… დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტია მზადაა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები მაშინაც კი, თუ 43 პროცენტზე მეტ ხმას, 53 პროცენტს მიიღებენ, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს.

“მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არცევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი, მის ინტერესებს არ დააზიანებს. ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით”, – თქვა კობახიძემ.

განცხადების გაკეთების დროს ირაკლი კობახიძის გვერდით პოლიტიკური საბჭოს წევრები და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იდგნენ.

ნახეთ ვიდეო:

მსგავსი პოსტები

Back to top button