ე.წ. ღორის გრიპის 7 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში

საქართველოში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, ეს არის ბოლო ერთი კვირის მონაცმეები. მისი თქმით, გრიპის სეზონი დაიწყო, თუმცა სპეციალისტები ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლის ბოლოს ელოდებიან.

პაატა იმნაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა, რომელთაც H1N1 ვირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და ურჩევენ, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, ვირუსის მატარებლები კი, გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button