მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ყოფილმა პოლიციელმა თანასოფლელი მოკლა

მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილია 47 წლის მამაკაცი.

შემთხვევა სოფელ ჭიკაანში მოხდა.

ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილმა პოლიციელმა თანასოფლელი მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდნენ, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ.

შელაპარაკების დროს მამაკაცმა , 47 წლის თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button