მნიშვნელოვანისაქართველო

რუსთავის მერს ტრაქტორი მოპარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლის ეზოდან საყოფაცხოვრებო სახნავ-სათესი ტრაქტორი მოიპარეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სახლიდან სხვა ნივთები წაღებული არ არის. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button