მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში, ძალადობის მსხვერპლის დედის თქმით ქმრისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავს

კახეთში ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლის დედა ამბობს, რომ მის შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ქმრისთვის, საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

14 წლის გოგონასთან კი, რომელზეც სავარაუდოდ, მამინაცვალმა იძალადა, ფსიქოლოგი მუშაობს.

არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა, გოგონას ორწლიანი მინდობით აღზრდიდან, ოჯახში დაბრუნების შემდეგ მოხდა.

ბავშვის დედა ამტკიცებს, რომ ქმარსა და შვილს შორის საეჭვო კავშირი არ შეუნიშნავს.

მისივე ინფორმაციით, ძალადობის ფაქტის შესახებ, სამართლადამცევბს, გოგონას მეგობარმა ბიჭმა შეატყობინა.

მამინაცვალი უკვე დაკავებულია, თუმცა ის, დანაშაულს არ აღიარებს.

მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11′ 138- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button