კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტები დაჭრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივმა პანსიონატში მცხოვრები ორი რუსი ტურისტი დაჭრა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გუდაუთაში მცხოვრებმა დიმიტრი ფილიამ, რესტორანში ჩხუბის შედეგ, რუსეთის ორ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ერთ-ერთი მათგანი სამჯერ დაჭრა, მეორეს კი 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი ტურისტები ოკუპირებული გაგრის საავადმყოფოში იმყოფებიან.

ასხლეტილი ტყვიით კი ასევე დაიჭრა თავად დიმიტრი ფილიაც. იგი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.

მსგავსი პოსტები

Back to top button