მნიშვნელოვანირეგიონი

წელს სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც ჩაიბარებენ

წელს სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც ჩაიბარებენ- ამის შესახებ, თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

რთველი- 2023- ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას მინისტრი კახეთის გუბერნატორთან ერთად ესწრებოდა.

ოთარ შამუგიას განმარტებით, მთავრობა რთველს წელსაც დააფინანსებს და სახელმწიფო სუბსიდია 20 თეთრი იქნება.

” ყველაფერი უკვე მზად არის რთვლის წარმატებით ჩატარებისთვის. თქვენ იცით რომ მთავრიბის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც გაგრძელდება და რქაწითელის და ქართული მწვანეს ჯიშების დაფინანსება მოხდება. ის საწარმოები, რომლებიც ერთ კილოგრამ ყურძენში 90 თეთრს გადაიხდიან, ფინანსური მხარდაჭერის სახით სახელმწიფოსგან ,20 თეთრს მიიღებენ. წელს შედარებით მცირე მოსავალს ველოდებით, ვიდრე გასულ წელს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ დაზიანებული ყურძენი, რომელსაც კერძო კომპანიები არ ჩაიბარებენ, მივიღოთ და სახელმწიფო კომპანიებმა გადაუხადონ 90 თეთრი “- განაცხადა მინისტრმა .

შტაბის გახსნამდე, შამუგია ყვარელში, ქინძმარაულის ღვინის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და იქაური ვენახები დაათვალიერა.

წელს, რთველის სუბსიდირებაში 50 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ყურძნის სუბსიდირების პროგრამა საართველოში გასულ წელსაც განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button