“2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს”

სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ 2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს.

ეკატერინე სხილაძის განცხადებით, შემთხვევათა ძირითადი, მოტივი ოჯახური ძალადობა იყო.

მისივე თქმით, ამ პრობლემას ძალოვანი უწყებები ეფექტურად ვერ უმკლავდებიან, რადგან მსხვერპლთა ნაწილმა მკვლელობამდე სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ არაერთხელ აცნობა.

დღეს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები” მიმდინარეობს. ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button