მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ათასობით უკრაინელი ბავშვი განათავსა ხელახალი განათლების ბანაკებში მათი მიზანი პრორუსული შეხედულებების შთანერგვა

ამერიკელი მკვლევრების თქმით, რუსეთმა ათასობით უკრაინელი ბავშვი განათავსა უკრაინის რუსეთის მიერ კონტროლირებულ არეალებში მოქმედი ხელახალი განათლების ბანაკებში, რომელთა ძირითადი მიზანია მათთვის პრორუსული შეხედულებების შთანერგვა.

აშშ-ის ორგანიზაციის, კონფლიქტების ობსერვატორიის მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამოიცნეს 43 ამგვარი ბანაკი და სხვა ტიპის უწყებები, რომლებშიც სულ მცირე 6000 უკრაინელი ბავშვია განთავსებული, მათ უმეტესობაში 4 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები ხვდებიან.

“როგორც დავადგინეთ, ბანაკთა ობიექტების მთავარი მიზანი, როგორც სჩანს, არის ხელახალი პოლიტიკური განათლება” – ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.

ანგარიშში ასევე აღწერილია რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევა გაწყდეს კონტაქტი ამ ბავშვებს და უკრაინაში მათ ნათესავებს შორის.

ბანაკებში განთავებულ ბავშვებს შორის არიან ობლები, და ბავშვები, რომლებზეც უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები ზრუნავდნენ მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა თითქმის ერთი წლის წინ.
ანგარიშების მიხედვით, ამ დაწესებულებების უმეტესობა მდებარეობს ოკუპირებულ ყირიმში. თუმცა, 10 ბანაკი მდებარეობს რუსეთის დიდ ქალაქებთან – მოსკოვთან, ყაზანთან და ეკატერინბურგთან. ასევე არის ბანაკები ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ყირიმსა და ჩეჩნეთის ბანაკებში უკრაინელ ბავშვებს ასწავლიან ცეცხლსასროლი იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებას.

“ბანაკების მთავარი ფუნქცია, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხელახალი განათლებაა. უკრაინელ ბავშვებს რუსული იდეები უნერგავენ აკადემიურ, კულტურულ, პატრიოტულ, სამხედრო სფეროებში”, – წერია ანგარიშში.

ბანაკებში ბავშვების უმეტესობა გაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რეგიონებიდან, ნაწილი კი ხარკოვის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსები ზეწოლას ახდენენ მშობლებზე, რომ თანხმობა მიიღონ ბავშვების ბანაკებში გაგზავნაზე.
ანგარიშის თანახმად, უკრაინიდან წაყვანილი ბავშვების ნაწილი დაუქვემდებარეს რუსი ოჯახების მხრიდან შვილად აყვანას, ან გადაიყვანეს რუსეთში მოქმედ ზრუნვის ინსტიტუტებში.

ანგარიში შეიმუშავეს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიის ანალიტიკოსებმა, და ის ნაწილია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტისა, რომელიც იკვლევს რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

შეგახსენებთ რომ აშშ-ში იელის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით ირკვევა, რომ გასული წელს, 24 თებერვლის შემდეგ, მინიმუმ 6 000 ბავშვი უკრაინიდან რუსეთის “საგანმანათლებლო” ბანაკში აღმოჩნდა. რეალური რაოდენობა, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button