საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

საფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურას” კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იყვნენ, რომელებიც გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ. დაშავებულია ერთი ფუხბურთელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის დეტალებს იხსენებენ თავად ფეხბურთელებიც. დიმიტრი ტატანაშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს ტრაილერმა გადაუსწრო. მისივე თქმით, მძღოლის მცდელობის მიუხედავად, მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

საჩხერის ”ჩიხურას” დირექტორის ბერიკა შუკაკიძის თქმით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. მცირე დაზიანება აქვს მიღებული კიდევ ერთ ფეხბურთელს, თუმცა მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button