მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდი-ზესტაფონის ხაზის მძღოლს, ვირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში, გამოკვლეული 178 პირიდან, კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა.

როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, ათიდან შვიდი ზუგდიდის მაცხოვრებელია.

“სამი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, სამი – შპს “გორგიას”სასაწყობე მეურნეობის დარაჯის კონტაქტი. ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ზუგდიდი-ზესტაფონის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსზე მუშაობდა. ინფიცირებული ზესტაფონის მცხოვრებია, რომელიც ზუგდიდში გეგმიური ტესტირებით გადამოწმდა”, – განაცხადა თორიამ.

მალხაზ თორიას განმარტებით, მძღოლის კონტაქტებში, შესაძლოალ, ზუგდიდის მოსახლეობაც იყოს.

დადასტურებული შემთხვევიდან სამი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. აქედან ერთი ადრე გამოვლენილი საავადმყოფოს მედპერსონალის კონტაქტს მიეკუთვნება, ორის ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.

5 ოქტომბრის მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 180-მდე გაიზრადა. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 133 პირი.

რუხის საავადმყოფოში მკურნალიობას 71 კოვიდინფიცირებული გადის. 3 შედარებით დამძიმებული პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. ფოთის საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობს.

რაც შეეხება ზუგდიდის საჯარო სკოლებს, სადაც მოზარდებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, კვლავ დახურულია. ესენია: სოფელ რუხის, ინგირის, ცაიშის და ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატას საჯარო სკოლა.

შეზღუდვებით მუშაობს ზუგდიდის პირველი სკოლა, სადაც 2 კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული.

მსგავსი პოსტები

Back to top button