უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 240 690-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 240 690 ჯარისკაცი დაკარგა ხოლო გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 680 ჯარისკაცი მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 21 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 680 სამხედრო, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა და 4 ტანკი.
ტანკი – 4133
ჯავშანტექნიკა – 8080
საარტილერიო სისტემა – 4610
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 692
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 440
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3933
ფრთოსანი რაკეტა – 1298
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7145
სპეცტექნიკა – 686
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.