მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაპირისპირება დავით ოქიტაშვილსა და გიგა შუშანიას შორის

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “კულტურის პალატის” თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა შუშანიამ ქარხნის ყოფილი შენობის პალატისთვის გადაცემა გააპროტესტა და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა.

სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის ” დეპუტატმა გიგა შუშანიამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა. ამ განცხადებამ პალატის თავმჯდომარის, დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც სხდომას სპეციალურად აღნიშნული საკითხის მოსასმენად დაესწრო. თავის მხრივ, ოქიტაშვილმა გიგა შუშანიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და უთხრა, რომ სირცხვილი იყო ის, რომ შუშანია საკრებულოს დეპუტატია.

მოისმინეთ დაპირისპირების ამსახველი ხმები.

საკრებულოს სხდომაზე სულხან საბას ქუჩაზე მდებარე შენობის კულტურის პალატისთვის გადაცემის საკითხი უნდა განეხილათ. აღნიშნულ ტერიტორიაზე კონცერტის ჩასატარებლად, ყოფილი ქარხანა და მიმდებარე ტერიტორია მერიამ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს, უსასყიდლოდ მიმდინარე წლის 6 მარტს ორი წლის ვადით გადასცა.

ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია დაეთანხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button