მნიშვნელოვანიმოზაიკა

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ?!

ავიაბილეთების შეძენისათვის უამრავი ფორმულისა და ხრიკის გამოყენება შეგიძლიათ. თქვენ საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ გაიხანგრძლივოთ შვებულების პერიოდი ან თქვენი არდადეგები უფრო გაამრავალფეროვნოთ იმ თანხით, რომელსაც iafi aviabiletebiს შეძენის დროს დაზოგავთ. შესაბამისად, საკმაოდ ჭკვიანური და სასარგებლო იქნება, თუკი ყველაზე უფრო საჭირო და მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ ბილეთების დაჯავშნის პროცესისას:

შეარჩიეთ საუკეთესო პერიოდი ბილეთის შესაძენად

მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი წესი ავია ბილეთების 60 დღით ადრე შეძენის ხრიკია. როგორც წესი, ავია კომპანიები ტურისტებისთვის ყველაზე მისაღებ და დაბალ ფასიან აქციებს ფრენამდე 2 თვით ადრე აცხადებენ. შესაბამისათ, კარგი იქნება თუ მოგზაურობის დაგეგმვას სასურველ თარიღამდე 50–60 დღით ადრე დაიწყებთ, რათა ავია ბილეთების შეძენა ყველაზე იაფად მოახერხოთ. ასევე, ყველაზე ხშირად დაბალ ფასად ავია ბილეთების დაჯავშნას მოახერხებთ ზამთრის სეზონის ბოლოსკენ და გაზაფხულის სეზონის პირველ ნახევარში. აღნიშნული მოსახერხებელი პერიოდი იანვრის შუა რიცხვებიდან იწყება და მარტის პირველ დღეებამდე გრძელდება. 

დაბალბიუჯეტური ავია კომპანიების შერჩევა

როგორც წესი ნებისმიერ ქვეყანაში აღმოაჩენთ ისეთ მოხერხებულ ავია კომპანიას, რომელიც იაფად ემსახურება კლიენტებს. დაბალ ფასიანი ავია კომპანიები ასევე საქართველოს ტერიტორიაზეც საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, რისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითიც Wiz Air Georgia–ის წარმატებული მოღვაწეობაა. ასეთი ავია კომპანიების სიების ნახვა და მათი იაფი ავია ბილეთების მოძიება სახლიდან გაუსვლელად Avia.Ge-ს დახმარებით სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.

ნუ ფიქსირდებით გაფრენის საათზე

რათქმაუნდა სასურველ ქვეყანაში გაფრენა კომფორტულ დროს სურს ყველას, თუმცა ამის გამო შესაძლოა ავია ბილეთებში ზედმეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ. ყველაზე ხშირად ავია ხაზები ყველაზე იაფ რეისებს საკმაოდ არაორდინალურ დროს, მაგალითად დილის 6 საათზე ნიშნავენ. თუკი თქვენ დათანხმდებით ძილის მოკლებას, შეძლებთ საკმაოდ იაფად შეიძინოთ სასურველ რეისზე ავია ბილეთები და თანაც სავარაუდოდ თქვენს სანატრელ დანიშნულების ადგილზე დილას ჩაფრინდებით, რის გამოც პირველივე დღესვე შეძლებთ სასეირნოთ წასვლას მზით განათებულ უცხო ქალაქში.

მსგავსი პოსტები

Back to top button