რეგიონისიახლეები

ზუგდიდში მძღოლს თანხას შეუგროვებენ,რომელიც აფთიაქში დღეს დილით მანქანით შევარდა

პარკინგის დროს მძღოლი შეუძლოდ გახდა,გაითიშა,მუხრუჭის ნაცვლად გაზს დააჭირა ფეხი და აფთიაქში შევარდა.

ზუგდიდში მძღოლს თანხას შეუგროვებენ,რომელიც აფთიაქში დღეს დილით მანქანით შევარდა

ზუგდიდის ერთ-ერთ აფთიაქში,სადაც დღეს დილით ავტომანქანა შევარდა და მინები ჩაიმსხვრა,სოციალურ ქსელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება.

ავტომანქანის მძღოლი,ზუგდიდში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის თორნიკე მაქაცარიაა,რომელიც მედიკოსების მიერ აღმოჩენილი პირველადი დახმარების შემდგომ სახლში გაწერეს.

რადიო თბილისის ინფორმაციით, მაქაცარიას თავში სიმსივნე აქვს და პლიუს დიაბეტი. მას როგორც კი დაეწყო თავის ტკივილები გაითიშა,მუხრუჭის ნაცვლად გაზს დააჭირა და აფთიაქში შევარდა.

“დღეს დილიდან სოცქსელში ისტერიულად ვრცელდება ფოტოები, როგორ შევარდა ჯიპი “ჯიპისი” აფთიაქში…
ზოგი ღლიცინებს, ზოგიც ლანძღავს მანქანის მძღოლს და ზოგიც გამოხატავს ამ ადამიანისადმი სიბრალულს.
გაირკვა რომ მძღოლს, რომელიც მანქანით შევარდა აფთიაქში ჰქონია ტვინის სიმსივნე, საჭის მართვისას დაწყებია თავის აუტანელი ტკივილი, აფთიაქთან მანქანა რომ უნდა მიეპარკინგებინა მაგ დროს ტკივილისგან გონება გაეთიშა და უნებლიედ დააწვა გაზს, რა დროსაც მანქანა საპარკინგოდან ტროტუარზე გადავიდა და შეასკდა აფთიაქის ვიტრინას, მადლობა უფალს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სანამ ვინმეზე ღლიცინს ან ლანძღვას დაიწყებდეთ ხომ უნდა გაერკვეთ რა მოხდა?! რომელიმე თქვენგანი მსგავსი ფაქტისგან დაზღვეული ხართ?! თუ ადვილია ადამიანის გადავლა?!”-
წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდელი ხატია ჯანაშია.

ხოლო საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სალომე ფაცაცია,რომელსაც საქველმოქმედო ფონდი აქვს ერთგვარი ინიციატივით გამოდის.

“ანგარიში რომ გავიგოთ და თითო ლარი ყველამ ჩავურიცხოთ, საახალწლოდ ამხელა ზარალი, ცოდვაა, სიამოვნებით დავეხმარებოდით მოქალაქეები დარწმუნებული ვარ“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთ-ერთ აფთიაქში მანქანა დღეს დილით შევარდა.

პარკინგის დროს მძღოლი შეუძლოდ გახდა,გაითიშა,მუხრუჭის ნაცვლად გაზს დააჭირა ფეხი და აფთიაქში შევარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button