სიახლეები

საქართველოში რესტორან-ატრაქციონი „ვახშამი ცაში“ იხსნება

მსოფლიოში ცნობილი რესტორან-ატრაქციონი Dinner In The Sky, რომელიც კლიენტებს 50 მეტრის სიმაღლეზე ვახშამს სთავაზობს, საქართველოში ფილიალს ხსნის. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ თავის ახალ რესტორანში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

7-ტონიანი ჩამოკიდებულ კონსტრუქციები კოჯორში განთავსდება. იქ მისულ სტუმრებს, ამწით აიყვანენ სიმაღლეზე და ქართული კერძებისა და ღვინის მენიუს შესთავაზებენ. კომპანიის განცადებით, რესტორანი საქართველოში 15 მაისს გაიხსენება, ის სეზონური იქნება და მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში იმუშავებს. ადგილების დაჯავშნა კი უკვე შესაძლებელია. ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ფასები ერთ პერსონაზე, 199 ლარიდან 325 ლარამდე მერყეობს.

2020 წლისთვის დაკიდული რესტორანის გახსნა ბათუმშიც იგეგმება.

Dinner In The Sky -ის პირველი რესტორანი, 2006 წელს, ბელგიაში გაიხსნა და დღეს უკვე 70 ქვეყანაში დფუნქციონირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button