მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ცხინვალში საპროტესტო აქციები გრძელდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საპროტესტო აქციები გრძელდება. ცხინვალში, ე.წ. მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომიტინგეები ითხოვენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ – ანატოლი ბიბილოვის და ე.წ. გენერალური პროკურორის – ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას.

საპროტესტო აქციები 28 აგვისტოდან დაიწყო. სწორედ, იმ დღეს გახდა ცნობილი, რომ ცხინვალის იზოლატორში, პატიმრობაში მყოფი 28 წლის ინალ ჯაბიევი წამებით მოკლეს. ჯაბიევი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შს მინისტრის – იგორ ნანიევის ავტომობილისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაშია ბრალდებული. პროტესტის ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა და ბიბილოვმა „მთავრობაც“ დაითხოვა. თუმცა, პროტესტი არ გაჩერებულა.

ინალ ჯაბიევის ახლობლებმა, გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ, გუშინ საღამოს კვლავ დაიწყეს ადმინისტრაციულ სახლთან შეკრება. ჯაბიევის ნათესავებს და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს მისი წინამორბედი – ასევე დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელმაც მიმართვა „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაავრცელა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button