
მადაგასკარმა ტანზანიას ახალი კორონავირუსის „წამალი“ გაუგზავნა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრეპარატის ეფექტიანობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ყველას მოუწოდებენ, თვითმკურნალობას თავი აარიდონ, მაგრამ, გაფრთხილების მიუხედავად, COVID-Organics-ი აფრიკაში პოპულარული ხდება. ტანზანიის გარდა, პრეპარატი გვინეაში, ცენტრალური აფრიკისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკებში, ლიბერიასა და გვინეა-ბისაუშიც გაიგზავნა.
ტონიკი, სახელწოდებით COVID-Organics არტემიზისგან მზადდება. ეს მცენარე შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც მალარიის მკურნალობისას გამოიყენება. მადაგასკარზე პრეპარატი 20-ზე ნაკლებ ადამიანზე, 3 კვირის განმავლობაში გამოსცადეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, ორი ადამიანი ვირუსისგან განიკურნა.
ტანზანიის პრეზიდენტმა, ჯონ მაგუფულიმ მადაგასკარში პრეპარატის ჩამოსატანად, თვითმფრინავი რამდენიმე დღის წინ გაგზავნა.