რეგიონი

თელავში საწვავი 25 თეთრით გაძვირდა

არაბრენდირებულმა ბენზინგასამართმა სადგურებმა ბენზინის და დიზელის საწვავზე ფასის მატება გუშინდლიდან დაიწყეს.

სადგურებზე ამბობენ, რომ ფასის მატება უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, რის გამოც ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. საწვავი 25 თეთრით გაძვირდა.

” ომის დაწყების შემდეგ, ნავთობზე ფასი გაიზარდა და საიდანაც ჩვენ საწვავი შემოგვაქვს, ფასი უკვე მომატებულია. ამიტომ იძულებული გავხდით, გაგვეძვირებინა. ეს ჩვენთვისაც არ არის კარგი”– განმარტეს ბენზინგასამართ სადგურებზე.

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ნაწილების შეჭრამდე, თელავში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 2.85 ლარი ღირდა.

დღევანდელი მდგომარეობით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი 3.10 ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button