მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი ევროკომისიის დღევანდელ შეფასებებს გამოეხმაურა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის დღევანდელ შეფასებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა, რომ ეს რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული და შესრულდეს პირობები, რაც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩამოთლილი.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, იმედგაცრუების დრო არ არის, ეს არის ევროკავშირის გაფრთხილება, ქვეყანამ კი ეს დაიმსახურა.

“შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ვერ გავექცევით. თუმცა ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა. თქვენც იცით, რომ დღეს არც იმედგაცრუების დროა და არც წუწუნის. ის, რაც დღეს მოგვივიდა, ეს არის გაფრთხილება – რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ჩვენი ბრალია, ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, თუმცა დავიმსახურეთ. ისე ჩამოვრჩით ჩვენს 2 მეგობარსა და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?! არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია და კარგად ვიცოდეთ როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ასეთი რამ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა, ეს არის ის, რაც არავის არ უთქვამს აქამდე ჩვენთვის,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესს გაააქტიურებს თავის მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც საკითხზე იმუშავებს.

ზურაბიშვილის თქმით, თუ “კონსტრუქციული ოპოზიცია” სამუშაო ჯგუფის სათავეში იქნება, ეს პარტნიორებისთვის კარგი გზავნილი იქნება.

“რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას, შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, დამოუკიდებელი, რომელიც იქნება მიძღვნილი იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ 2022 წლის ბოლომდე წარმატებულად. მგონია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია თუ იქნება ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში ან მთავრობაში, და დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, თუ გვინდა ევროპულობა – თუ ასეთი რამ შეიქმნება ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა, რადგან პასუხისმგებლობა გადანაწილებული იქნება ორივე მხარეზე, რომ მივიღეთ პოზიტიურ შედეგამდე… ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში, დრო არ არის ვიღაცის ლანძღვის, საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს”, – თქვა ზურაბიშვილმა.
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ სტატუსთან დაკავშირებიტ გადაწყვეტილება თუ პოზიტიური არ იქნებოდა, “ფარდას ახდიდა ყველაფერს”.

გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს

პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ უკრაინაში ომი და რუსეთის ფაქტორი.

ამასთან, მისი თქმით, მიღებულ შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს ეკისრება.

„დღეს არ არის დესტაბილიზაციის დრო, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი სრულიად გადასულია ყველა მოლოდინს და მოულოდნელი არის მისი ნებისმიერი რეაქცია, – ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ. ასევე, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს.

რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. ეს არის მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა, რომელიც ასე იქცეოდა: დაანებოს ასე სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და შეუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი, უნდა ვიმუშაოთ და ფარ-ხმალი არ დავყაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაზეც არც ვიოცნებებდით, უკრაინა და ახალი გარემოებები რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში.

ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება
კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და გარკვეული პირობები, რომლებიც სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეასრულოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button