რეგიონი

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. იგი გურიიდან იყო.

არსებული ინფორმაციით,ბავშვი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.

მას საათნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიებს უტარებდნენ, თუმცა მიუხედავად, ამისა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მედიკოსები მენინგიტსაც არ გამორიცხავენ

ბავშვის გადმოყვანა ზუგდიდის საავადმყოფოში წალენჯიხიდან მოხდა.

სადაც ის მშობლებთან ერთად, დედის ბაბუის გასვენებაში იმყოფებოდა და გონებაც სწორედ იქ დაკარგა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი გურიაში, საქანელადან გადმოვარდა.

ოჯახმა შემოწმებისთვის ექიმთანაც მიიყვანა, თუმცა მალევე გაწერეს.

ახლობლები, სავარაუდოდ გარდაცვალებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ, რადგან მათივე თქმით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო.

მეორე ვერსიით, კი არ გამორიცხავენ კვებით ინტოქსიკაციას.

ბავშვის ცხედარი გურიაში გადაასვენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button