მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხის ნაძვის ხეზე დეკორაციები მოიპარეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრში მორთული საახალწლო ნაძვის ხიდან, დეკორაციების ნაწილი მოიპარეს. ინფორმაცია ამის შესახებ, ლაგოდეხის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია თამაზაშვილმა დაადასტურა.

“ნაძვის ხეს ვაწყობთ, ჩვენი ხელით, როგორც გასულ წლებში, ვიღაცამ წაიღო დეკორაციის ნაწილი, ვარსკვლავები, ყვავილები და პლასტმასის საბურავი, რომელიც ნაძვის ხეს ჰქონდა შეყენებული. არ არის ძვირადღირებული, მაგრამ თავად ფაქტი ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ქალაქისთვის ვწვალობთ და ვიღაც იპარავს. იქნებ უჭირს კიდეც, მაგრამ ვერაფერში გამოიყენებს” – განაცხადა თამაზაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხის კულტურის ცენტრის თანამშრომლები, საახალწლო ნაძვის ხეს, ხელით აწყობენ.

2020 წლის დადგომისას, ლაგოდეხის ცენტრში განთავსებული, ოქროსფრად განათებული ნაძვის ხე, საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

მსგავსი პოსტები

Back to top button