„საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს-ფონ კრამონი.

„საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”-ფონ კრამონი.
“ღმერთო ჩემო, ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ის უფრო ქვემოთ არ დაეშვება, კიდევ უფრო დაბლა ეშვება და კიდევ უფრო მეტად ტყუის. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება. საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ – რაც არ უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, – დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე რითაც ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ევროპარლამენტარი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.
დღეს, 8 სექტემბერს ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ ვერ მიიღო ევროპარლამენტარმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხეში მონახულების ნებართვა.
“ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. მისი განცხადებებით, რომელიც გასული დღეების განმავლობაში აკეთა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან”, – თქვა კობახიძემ.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში თბილისში ვიზიტით ყოფნისას ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა.
თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი გუშინ, 7 სექტემბერს ნიკა გვარამიასთან საპატიმროში არ შეუშვეს.
ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი. მისმა განცხადებებმა, რომლებიც მან აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ვიოლა ფონ კრამონმა „ძალიან მძიმე“ განცხადება გააკეთა.
„მან ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ასეთ რაღაცას რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 5 სექტემბერს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნა, რაზეც ოფიციალურად უარი მიიღო.