მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფეთქება სტამბოლის ცენტრში

სტამბოლის ხალხმრავალ, ტურისტებისთვის პოპულარულ ისთიქლალის ქუჩაზე 13 ნოემბერს მოხდა აფეთქება. დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავებულია 53. მონაცემები ყოველ წუთიერად იცვლება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე 10-ობით სამაშველო, საპოლიციო, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბოლში მომხდარ აფეთქების გამო განაცხადა, რომ ეს იყო „მუხანათური თავდასხმა“ და მისი მომწყობები დაისჯებიან. ერდონმა განცხადება გაააკეთა “დიდი ოცეულის” სამიტზე გამგზავრების წინ.

მომხდარი აფეთქების შედეგად, როგორც სტამბოლის გუბერნატორი, ალი იერლიქაია იტყობინება, ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი საავადმყოფოში. დაშავებულთა რაოდენობამ კი 53-ს აღწევს. სტამბოლის გუბერნატორმა მომხდარის შესახებ ცნობა ტვიტერით გაავრცელა. აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით 16:20 საათზე. ნაშუადღევს მომხდარი აფეთქების მიზეზი გარკვეული არ არის.

თურქეთის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ თავიდან დროებით აკრძალა აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მედიას არ აქვს უფლება გაავრცელოს აფეთქების ამსახველი ვიდეომასალა. უწყებამ მსგავსი აკრძალვები ადრეც დააწესა უბედური შემთხვევების, აფეთქებების და ზოგიერთი პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს აფეთქების მომენტი. TRT-ს თანახმად, ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
ისთიქლალი სტამბოლის ფეხით მოსიარულეთა ზონაა ბეიოღლუს უბანში და ის ერთმანეთს აკავშირებს გვირაბის მოედანს და თაქსიმის მოედანს გალათასარიას მოედნის გავლით.

ქუჩაზე უამრავი მაღაზია და რესტორანია განთავსებული. ამ ქუჩაზე 2016 წელს მოხდა აფეთქება, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 36 დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო.

მისი თქმით, ახლა სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო.

ამასთან, ერდოღანის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასადგენად და აქვე აღნიშნა ისიც, რომ პირველადი დასკვნები ამ საქმეში ქალის მონაწილეობაზე მიუთითებს.
ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები დღეს ვერ მიაღწევს თავის მიზანს, როგორც ეს იყო გუშინ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში, ინდონეზიაში გამგზავრებამდე განაცხადა.

„ჩვენი დაჭრილები სწრაფად გადაიყვანეს მიმდებარე საავადმყოფოებში. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ქვედანაყოფები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატეობრივი თავდასხმის მონაწილე დამნაშავეებისა და მათ უკან მდგომების გამოსავლენად. ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები დღეს ვერ მიაღწევს თავის მიზანს, როგორც ეს იყო გუშინ. დაე, ჩვენი ერი დარწმუნებული იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ, ყველა ელემენტის გამოვლენით. ციფრი, რომელიც საბოლოოდ ჩვენმა სტამბოლის გუბერნატორმა გამოგვიგზავნა, არის ექვსი გარდაცვლილი, მათგან ოთხი შემთხვევის ადგილზე და ორი საავადმყოფოში. დაშავებულთა რაოდენობა 53-ია. საავადმყოფოებში დაშავებულებს უტარდებათ საჭირო ჩარევები. ამ მოქალაქეებს მალე გაწერენ. ამჟამად, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს არის ტერორიზმი, პირველადი გამოძიებების მიხედვით, მაგრამ პირველი ინფორმაცია, რომელიც გუბერნატორმა გადმოგვცა, აქ ტერორის სუნი დგას. ჯერჯერობით, პირველი დასკვნებით, ქალი თამაშობს როლს ამ საქმეში. როგორც ჩვენი სტამბოლის პოლიციის უფროსი, ასევე ჩვენი გუბერნატორი ჩართული არიან და კამერების შესწავლა გრძელდება. იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ცენტრში აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა.

მათივე ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ რომ ისტიკლალზე 2016 წელს მოხდა ტერაქტი, მაშინ 5 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. აფეთქება მოხდა ამავე წლის 10 დელკემბერს სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონშიც, “ვოდაფონ არენას” სტადიონთან დანაღმული 2 ავტომობილი აფეთქდა, 44 გარდაიცვალა დაშავდა 166. ისევ 2016 წელი, 17 თებერვალს, თურქი სამხედროების ავტობუსის აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა 61 კი დაშავდა. ერთი თვის შემდეგ 13 მარტს ტერაქტი მოხდა ანკარაშიც, მაშინ 37 ადამინი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button