კახეთში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

სამი ახალგაზრდა დაჭრეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში.

გამოძების წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ დაზიანებები მამაკაცებს ცივი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. ექიმების განცხადებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. დაჭრას წინ თანასოფლელ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების მიზეზი არ სახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button