მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

$5 000 000-ზე მეტი ბიუჯეტიდან, “ოცნების” ლობისტებისთვის

საქართველოს ბიუჯეტს “ქართული ოცნების” ლობისტები 5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ეს თანხა ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანიებს მომსახურებაში 2015-დან 2020 წლამდე გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ლობისტურ კომპანიებთან დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოითხოვეს, თუმცა ინფორმაციის მიღებაზე უარი მიიღეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ინტერესების ფართო დიაპაზონზე გასატანად, ლობისტები აუცილებელია.

“ვფიქრობ, რომ პატარა ქვეყანას ზოგადად, არა მარტო საქართველოს, სჭირდება ლობისტები, მის საკითხებში სიღრმისეულად გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არა მარტო აკვირდებიან და ანალიზს უკეთებენ მიმდინარე პროცესებს, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი ინტერესი იქნეს გათვალისწინებული და გატანილი უფრო ფართო დიაპაზონით.” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მოისმინეთ გია ვოლსკის ხმა.

კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2 ლობისტურ კომპანიასთან ითანამშრომლა და მათ 250 ათასი დოლარი გადაუხადა.

“უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი და რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული ამის გამო და საქართველო არსად არ არის მოხსენიებული. აბა მაშინ, ეს ლობისტები რას გვიკეთებენ?! ამ ფულს რაში იღებენ?! ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ინტერესების დაცვაში კი არა, ივანიშვილის რამენაირად შესანარჩუნებლად ხელისუფლებაში. ჩვენ ვიყენებთ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ვამხილოთ.” – განაცხადა პაარტიის წევრმა, გია ბარამიძემ.

მოისმინეთ გია ბარამიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button