მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში ყველა კრიტიკული მედიასაშუალება დაიბლოკა

ქვეყანამ დღეს ინფორმაციულ ვაკუუმში გაიღვიძა

ერთ დღეში მოკლული თავისუფლების ფანჯარა – რუსეთმა დღეს ინფორმაციულ ვაკუუმში გაიღვიძა. ტელეარხები, რომლებსაც პუტინის რეჟიმი ვერ აკონტრიოლებდა, გათიშულია. ახალი ამბების ნაცვლად ტელეარხ “დოჟდზე” გედების ტბა გადის.   აღარ ისმის “ეხო მასკვის” ხმაც.  ხალხი ვერც “ფეისბუქზე” შესვლას ახეხებს. ვებგვერდები, სადაც ნამდვილი ახალი ამბები ქვეყნდებოდა, გათიშულია. დაიბლოკა ოპოზიციური მედიაპორტალი “მედუზაც”.

კრიტიკული მედიასაშუალების გასაჩუმებლად ვლადიმერ პუტინმა დუმას მეშვეობით კანონი შეცვალა. იმ შემთხვევაში თუ მედიასაშუალებები ფუნქციონირებას გააგრძელებენ, მათ წარმომადგენლებს 15 წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ.

ეს არის სპეცოპერაცია ჩვენს წინააღმდეგ შიდა სახელისუფლებო სტრუქტურების ნერვიულობის ნიადაგზე. ამ კამპანიის გაშუექაბამ მათშ დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ჩვენი საინფორმაციო კამოპანია ზუსტად ისეთვეა, როგორიც იყო საქართველოს და ჩეჩნეთის ომების დროს. ბალკანეთის ომი პირველი იყო, რომელიც ტელევიზორში გაშუქდა. დეზინფორმაციის, ფეიკნიუსისა და ფოტოშოპის მოზღვავება ვნახეთ და ვერ მივხვდით, სად იყო სიმაღთლე, – ამბობს რუსული კრიტიკული მედიის წარმომადგენელი.

უკვე დღეიდან  რუსეთის მოქალაქეები მედიით მოისმენენ და გაიგებენ მხოლოდ იმას, რასაც მა რუსული პროპაგანდისტული მანქანა ეტყვით.

მსგავსი პოსტები

Back to top button