კალათბურთის განვითარებაზე იმსჯელეს ლაგოდეხში [Photo]

მუნიციპალიტეტებში საკალათბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მის სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელეს დღეს ლაგოდეხში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა .

კალათბურთის ფედერაცია ამბობს, რომ სპორტის განვითრებისთვის პირველ რიგში საკალათბურთო მოედნების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ფედერაციის წარმომადგენელმა, გიგა გურგენიძემ განუცხადა, კალათბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო კონკრეტულ პროგარამებს ახორციელებს და ამისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსიც არსებობს, თუმცა რეგიონებში ამ სპორტის მიმართ ინტერესი დაბალია.

გურგენიძე იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული შესაბამისი სამსახურები ფედერაციის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ

 

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16392″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button