მნიშვნელოვანისიახლეები

რამდენიმე წუთში, აქციაზე შეკრებილ ხალხს უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას” ინფორმაციით, რამდენიმე წუთში, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ” მიმდინაროებს გადაიკეტა რუსთაველის გამზირი .
. დღეს, 24 ივნისს, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენონ. მოთხოვნების შინაარსი ამ დრომდე მედიისთვის ცნობილი არ არის.

აქციის დღეს, 24 ივნისს, გამართვის შესახებ ცნობილი 20 ივნისის საღამოს, ამავე შინაარსის შეკრებაზე გახდა. ხალხს შეკრებისკენ “სირცხვილიას” წარმომადგენლებმა მოუწოდეს.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button