ლას-ვეგასში 3D პრინტერზე დაბეჭდილი ელექტრომობილი გამოფინეს [Photo/video]

კომპანია Local Motors-მა თავისი პირველი ელექტრომობილი – LM3D Swim წარადგინა, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნოლოგიგიის გამოყენებით შეიქმნა, – წერს გამოცემა Gizmag.

ელექტრომობილის დებიუტი ლას-ვეგასში, საავტომობილი გამოფენა SEMA-2015-ის ფარგლებში შედგა. ამჟამად, მანქანა კონცეპტუალურ მოდელს წარმოადგენს. მისი სერტიფიკაცია და უსაფრთხოების გამოცდა 2016 წლისთვისაა დაგეგმილი.

როგორც Local Motors-ის დეველოპერები აღნიშნავენ, 3D ბეჭდვის მეშვეობით ელექტრომობილის დეტალების 75% დამზადდა, რამაც წარმოების პროცესი საგრძნობლად დააჩქარა.

Local Motors-ი მანქანაზე წინასწარი დაკვეთის მიღებას, 2016 წლის გაზაფხულისთვის, 53 000 დოლარად გეგმავს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22181″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button