კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა.
საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი – გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის გამგებლობის კანდიდატი – დავით კირკიტაძე, კრწანისის გამგებლობის კანდიდატი – ლევან ჯაფარიძე, ვაკის გამგებლობის კანდიდატი – ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის გამგებლობის კანდიდატი – ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის გამგებლობის კანდიდატი – ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის გამგებლობის კანდიდატი – ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის გამგებლობის კანდიდატი – ირაკლი ხელაძე, ისნის გამგებლობის კანდიდატი – კახა ლაბუჩიძე, სამგორის გამგებლობის კანდიდატი – დავით კერესელიძე.
თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება.
კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.