ლაგოდეხელი ფერმერი ორ კვირაში მარწყვის პირველ მოსავალს ელოდება [Photo/Audio]

ეკოლოგიურად სუფთა მარწყვი ლაგოდეხში. სოფელ ნინიგორში ნოდარ დარეჯანიშვილმა ესპანური ჯიშის მარწყვის სათბური ააშენა.

ფერმერი თებერვლის ბოლოს პირველ მოსავალს აიღებს. 3 ათასი ძირი მარწვის ნერგიდან 200-300 კგ-მდე მარწყვს ელოდება.

როგორც რადიო “ჰერეთს” ნოდარ დარეჯანიშვილმა განუცხადა, პროდუქციის რეალიზაცისთვის მოლაპარაკებებს რამდენიმე სუპერმარკეტის მფლობელთან მართავს.

ის მოგების მიღების შემთხვევაში მარწყვის სათბურის მასშტაბების გაზრდას გეგმავს. არ გამორიცხავს, რომ ხილის მოსაყვანად სახლემწიფოსგან კრედიტის მიღებაც ითხოვოს.

ფერმერი მომავალში საქართველოს საზღვრებს გარეთაც აპირებს საკუთარი მოსავლის გატანას.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29332″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button