რუსების დანაკარგი უკრაინის თავდაცვის მონაცემებით

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრემლის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
✔ჯარისკაცი – დაახლოებით 17 700
✔ტანკი – 625
✔ჯავშანტექნიკა – 1 751
✔საარტილერიო სისტემა – 316
✔სარაკეტო სისტემა – 96
✔საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54
✔თვითმფრინავები – 143
✔ვერტმფრენი – 131
✔სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 220
✔გემი/ნავი/კატარღა – 7
✔საწვავის რეზერვუარი – 76
✔ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 85
✔სპეციალური აღჭურვილობა – 24
✔გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.
მიუხედავად სამხედრო დანაკარგისა მიკოლაევში, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნანგრევების გასუფთავება და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
რუსულმა ძალებმა 29 მარტს, მიკოლაევში სარაკეტო თავდასხმა ცხრასართულიან ადმინისტრაციულ შენობაზე განახორციელეს.