მსოფლიოსიახლეები

იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 610 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 610 ადამიანი დაიღუპა. worldometers.info-ის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 18 279-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, მათი რიცხვი კიდევ 4 204-ით გაიზარდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის ჯამში 143 626 ინფიცირებულია. იტალიაში 28 470 ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა. ინფიცირებულთა 4%-ის – 3 605 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ მომენტისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით 1 554 960 ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 91 828. გამოჯანმრთელდა 345 833 ინფიცირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button