რამდენიმე საათიანი გაფიცვა იაშვილის კლინიკაში

იაშვილის კლინიკის ექიმებს ხელფასი ჩაერიცხათ. ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია საავადმყოფოს ფოიეში გამართული აქციის დროს მიიღეს.

იაშვილის კლინიკის ექიმები დილიდან გაფიცულები იყვნენ. მათი ინფორმაციით, მა ორი თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული, თუმცა ხელფასი დღეს აქციის მიმდინარეობისას ჩაერიცხათ. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკის ექიმებმა მუშაობა განაახლეს.

“ერთთვიანი დაგვიანებით ხელფასის აღება სიახლე არ არის და ეს წლებია ასე ხდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა შოთა ჯოგლიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკისთვის შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ ანაზღაურებს ხელფასებს, რის შემდეგადაც ირიცხება თანხები. მისივე თქმით, ამ თვეში ხელფასმა მხოლოდ ორი დღით დაიგვიანა და ნაცვლად 10 ნოემბრისა მათ ხელფასი 12 ნოემბერს ჩაერიცხათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button