2017 წელს საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

2017 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო რაგბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

თამაშები ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ივნისში ანალოგიურ ტურნირს წელს იტალია უმასპინძლებს.
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მიულოცა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოს დიდი პატივია.

მსგავსი პოსტები

Back to top button