მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას”თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მართავენ

ამერიკული კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

თანამშრომლების განმარტებით კომპანიამ ნედლეული გაყიდა, მაგრამ მათი სახელფასო დავალიანება ამ დრომდე არ გაუსტუმრებია.

“კომპანიამ ბაზიდან ნავთობი გაიტანა, მაგრამ დაპირება არ შეასრულა და თანამშრომლების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება არ დაფარა.სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვაც დღემდე ვერ მოხერხდა, ფრონტერა კი, ტარიბანას ველზე ნავთობმოპოვების სამუშაოებს უკანონოდ ახორციელებს” – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ფრონტერას 84 თანამშრომელი, მილიონ ლარამდე სახელფასო დავალიანებას, კომპანიას წელიწადზე მეტია ედავება. დავალიანების გასტუმრების გარდა, ისინი სამსახურში აღდგენასაც ითხოვენ.

დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლები, სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ნავთობმომპოვებლებმა კუთვნილი ხელფასის გასტუმრება მოითხოვეს.

სარჩელით დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე, მათ სასამართლოს გასული წლის სექტემბრის თვეში მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით, არცერთი სხდომა არ გამართულა.

საერთაშორისო არბიტრაჟში, ფრონტერას დავა მოუგო, საქართველოს სახელმწიფომაც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ყურადღებასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში, აქტიურ ჩარევას ითხოვენ.

ამერიკული კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”-ში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button