მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ტექნოლოგიური ბრენდების ათეული უკვე ცნობილია

ბრენდების მსოფლიო ათეულში ამერიკული კომპანიები პირველობას კვლავ ინარჩუნებენ. „კანტარის“ კვლევის თანახმად ჩინური ბრენდები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ ევროპულ ბრენდებთან მიმართებაში და მსოფლიოს კომპანიების ათეულში პოზიციები გაიმყარეს.

იხილეთ მსოფლიოს ბრენდების ათეული ჩამონათვალი:

  1. ამაზონი (აშშ) 683.852 მილიარდი ამერიკული დოლარი
  2. ეფლი (აშშ) 611.997 მილიარდი ამერიკული დოლარი
  3. გუგლი (აშშ) 457.998 მილიარდი ამერიკული დოლარი
  4. მაიკროსოფტი (აშშ) 410. 271 მილიარდი ამერიკული დოლარი
  5. ტენსენტი (ჩინეთი) 240.931 მილიარდი ამერიკული დოლარი
  6. ფეისბუქი (აშშ) 226.744 მილიარდი ამერიკული დოლარი
  7. ალიბაბა (ჩინეთი) 196.912 მილიარდი ამერიკული დოლარი
  8. ვიზა (აშშ) 191.285 მილიარდი ამერიკული დოლარი
  9. მაკდონალდსი (აშშ) 154.921 მილიარდი ამერიკული დოლარი
  10. მასტერქარდი (აშშ) 112.875 მილიარდი ამერიკული დოლარი

მსოფლიო ბაზარზე კვლევა ორგანიზაცია „კენტარმა“ ჩაატარა. როგორც გასულ წელს, ახლაც ამერიკული კომპანია „ამაზნო“ პირველობას არ თმობს. ურყევ პოზიციას ინარჩუნებს სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერი, ამერიკული კომპანია „ეფლი“ .

რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, „ალიბაბა“ მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „ტენსენტი“ მეხუთე ადგილს იკავებს. პირველ და მეორე ადგილზე მდებარე ამერიკულ ბრენდებთან სხვაობა ასობით მილიარდი ამერიკული დოლარია.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს ბრენდების ათეულში არ მოხვდა არც ერთი ევროპული კომპანია.

როგორც ორგანიზაცია „კანტარის“ გლობალური სტრატეგიის დირექტორი აცხადებს, ჩინური ბრენდები ბაზარზე ნელ-ნელა პროგრესირებენ, თუმცა სტაბილურად მიიწევენ წინ. წლევანდელი მონაცემებით მსოფლიო ბრენდების ათეულში მხოლოდ ორი ჩინური კომპანია მოხვდა, რვა ადგილი კი ამერიკულმა კომპანიებმა გაინაწილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button