ახალი ამბები სექსუალურ ევაზე
ლონდონში ერთ-ერთი კომპანიის კომერციულმა დირექტორმა რუპერტ პატერსონ-უორდმა ჟურნალისტებს “ჩელსის” ექიმ ევა კარნეიროსთან ურთიერთობის შესახებ
მოუყვა. მან განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს მოძულებულ ექიმთან, 15-თვიანი რომანი ჰქონდა.
“ამ ქალმა ჩემი ცხოვრება დაანგრია. ერთხელ მას წამოსცდა, რომ “ჩელსის” ერთ-ერთ ფეხბურთელთან ღამე გაატარა. ეს მხოლოდ იმის გამო თქვა, რომ ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა. თუმცა არ მჯერა, რომ ეს სიმართლეა.
ის ამაყობს იმით, რომ ფეხბურთელებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ევას ყურადღება უყვარს.
ერთხელ, “ჩელსის” რომელიღაც ფეხბურთელმა საკუთარ ნომერში გამოიძახა და შიშველმაკარიგაუღო.
ევა ძალიან სექსუალური ქალია. ბევრმა არიცის, როგორია ის სინამდვილეში. ევ ადაუნდობელია და ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. მე ვაღმერთებდი მას. ოჯახის შექმნას ვგეგმავდით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები გათელა და სულში ჩამაფურთხა.
ევა იმის გამო დამცინოდა, რომ წელიწადში 30 ათასზე ნაკლები შემოსავალი მქონდა – თანხა, რომელსაც ზოგიერთი ფეხბურთელი ერთ დღეში იღებს. ძალიან ვცდილობდი, მაგრამ რასაც ვაკეთებდი, მისთვის ძალიან ცოტა იყო.
მას უყვარს სექსი. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სექსი ყოველდღე გვქონდა. ევა ძალიან ვნებიანი ქალია, რომელმაც იცის, რა უნდა”, – ამბობს The Sun-თა ნინტერვიუში რუპერტი.
პატერსონ-უორდმა ისიცგ ანაცხადა, რომ კარნეიროს, ქალის 39-ედაბადების დღეზე დაშორდა.
“დავინახე, ევა ტელეფონს სხვა მამაკაცს როგორ აძლევდა. დავთვერი და სახლში მარტო წავედი. მოგვიანებით, ჩვენს საძინებელში ევამ სახეში ორივე ხელი გამილაწუნა. შემდეგ საკუთარი მშობლების თვალწინ სახლიდან გამაგდო. წასასვლელი არსად მქონდა. ეს ძალიან დამამცირებელი იყო.
ევას მდიდარ ბიჭებთან,რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, წვეულებების მოწყობა უყვარს. ვფიქრობ, მე იმიტომ მოვეწონე, რომ განსხვავებული ვიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, მისთვის არასაკმარისად კარგი აღმოვჩნდი”, – დაასკვნა პატერსონ-უორდმა.
წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”