მნიშვნელოვანიმოზაიკა

ახალი ეროვნული პლატფორმა მოგზაურებისა და ემიგტრანტებისთვის

როუმინგული მომსახურების ლიდერი კომპანია საქართველოში “გლობალსელი” ქმნის ახალ ეროვნულ არაკომერციულ პლატფორმას ქართველი მოგზაურებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის, რომლის საშუალებითაც ქართველი მოგზაურები ისარგებლებენ გაცილებით იაფი და კომფორტული სატრანსპორტო სერვისით ემიგრაციაში მცხოვრები საკუთარი თანამოქალაქეებისაგან, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურების კუთხით არიან თვითდასაქმებულნი.

როგორც რადიო თბილის “გლობალსელიდან” აცნობეს, ახალი ეროვნული პლატფორმის შედეგად, ქართველი მოგზაურების მიერ სატრანსპორტო სერვისის ღირებულების გადახდა მოხდება არა უცხოური კომპანიისა თუ ფიზიკური პირისათვის, არამედ ჩვენივე ემიგრანტი თანამოქალაქეებისათვის. პროგრამის საშუალებით, მოგზაურებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტული ქვეყნის მიხედვით მიიღონ ინფორმაცია იმ ქართველი ემიგრანტების შესახებ (მათი სატრანსპორტო საშუალებისა (ფოტოებით) და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), რომლებიც ქართველ მოგზაურებს სთავაზობენ სატრანსპორტო მომსახურებას კონკრეტულ ქვეყნებსა და ქალაქებში.

ამასთან,გლობალსელი” უზრუნველყოფს უფასო მობილურ კავშირს მოგზაურებსა და სერვისის მიმწოდებელ ემიგრანტებს შორის.

“გლობალსელი” ემიგრაციაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, ჩაერთოს აღნიშნულ ეროვნულ პროექტში და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (რომელსაც აქვს სათანადო სატრანსპორტო სერვისის მიწოდების უფლება და საშუალება) სთავაზობს დარეგისტრირდეს ონლაინ პლატფორმაზე შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.

ახალი ეროვნული პლატფორმა ქართველი მოგზაურებისათვის 2019 წლის 1 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button