ახალი ეჭვმიტანილი ეროსი კიწმარიშვილის საქმეში

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში ეროსი კიწმარიშვილის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი იყოს, პროკურატურისთვის უკვე ცნობილია. ვინაობა ჯერ არ სახელდება – იუწყება ტელეკომპანია “რუსთავი2”.

ეროსი კიწმარიშვილი ძმა, ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ მის კვალზე გამოძიება კონკრეტული ქმედებების და გარემოებების გამო გავიდა. ის რამდენჯერმე უკვე დაკითხეს, ამ ეტაპზე კი საგამოძიებო უწყება, მის საქმიანობას და კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან კავშირს სწავლობს. ამ პირთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე მიმდინარეობს.

პირი, რომლის იდენტიფიცირებასაც პროკურატურა ცდილობს 15 ივლისს კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუსტად იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც ავტოფარეხში გასროლა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ქართველი არ იყო, დაცვის მხარის მტკიცებით საეჭვო პირთა სიაში მისი მოქმედებებიდან გამომდინარე მოხვდა.

რა ეტაპზეა ეროსი კიწმარიშვილის საქმე დღეს პროკურატურას დეტალებზე არ უსაუბრია. კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატები პროკურატურაში შეხვედრას უახლოეს დღეებში კვლავ გეგმავენ.- იუწყება ტელეკომპანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button