“ისლამური სახელმწიფოს” იერიში ერაყში თურქულ ბაზაზე[Photo/video]

სააგენტო Reuters-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ერაყის ქალაქ მუსულის გარეუბანში განლაგებული თურქული სამხედრო ბანაკის – ბაშიქის სარაკეტო იერიშის ამსახველი კადრებია ასახული.

აღნიშნული იერიშის შედეგად 4 თურქი სამხედრო დაიჭრა, 1 ერაყელი ოფიცერი კი დაიღუპა.

17 დეკემბერს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ბაშიქის იერიშის შესახებ მასმედიას აცნობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინციდენტი ერაყში თურქული ძალების ყოფნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

“სამწუხაროდ, 1 ერაყელი ოფიცერი დაიღუპა, 4 თურქი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა. ისინი თურქეთში გადაიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ჩვენმა სამხედროებმა ISIS-ს საკადრისი პასუხი გასცეს და მათი პოზიციები გაანადგურეს. ჩვენი უდრეკი ძალების დემონსტრირებისთვის ეს დარტყმა მეტად აუცილებელი იყო. ჩვენ იქ მანამდე ვიქნებით, სანამ ერაყის მთავრობა მართვის კანონიერ ორგანოებს არ შექმნის”, – განაცხადა დავუთოღლუმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button