მნიშვნელოვანისიახლეები

ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს ქვეყნის მასშტაბით პირველად შეიკრიბება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა მოხდება, შემდეგ კი დეპუტატები თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ.
ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს “ოცნების” უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა მოწინავე პოზიცია რიგ ქალაქებში დაკარგა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სოფო ჯაფარიძის ხმა

დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრმა, ვაკის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურული საკითხებით იქნება დატვირთული.

“დღევანდელი სხდომის პროცედურა ითვალისწინებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრას. შემდგე უკვე იქნება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნები. ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტება და დღევანდელი საკრებულოს სხდომა მთლიანად იქნება პროცედურული ნაწილებით დატვირთული. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს საკრებულოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კარგად ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში. “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა თბილისელების უმრავლესობამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ამომრჩევლისა და ქალაქისთვის,”– განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, თუ დღევანდელ სხდომას “ლელოს” წარმომადგენელი საკრებულოში ბადრი ჯაფარიძე არ დაესწრება, სხდომას უხუცესი წევრი “ქართული ოცნებიდან” ნიკო კახეთელიძე გახსნის და გაუძღვება თავმჯდომარის არჩევამდე.

ზუგდიდის საკრებულო დღეს სავარაუდოდ, თავმჯდომარეს ვერ აირჩევს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის გარდა სხვა რაიმე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტია “საქართველოსთვის” წევრებიც.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს სხდომას, რომელიც წესით საჯაროა, მოქალაქეები ვერ დაესწრებიან.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” იმ საკრებულოებში სადაც უმცირესობაშია, ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს ქვეყნის მასშტაბით პირველად შეიკრიბება. პროცედურა ასეთია – სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველ სხდომას უხუცესი წევრი უხელმძღვანელებს.
ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს “ოცნების” უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა მოწინავე პოზიცია რიგ ქალაქებში დაკარგა.

ანი წითლიძის ხმა

ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დღეს პირველად იკრიბება. ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს “ქართული ოცნების” უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა რიგ ქალაქებში, მათ შორის ბათუმში მოწინავე პოზიცია დაკარგა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რევაზ ხარაზმა აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი მიზანი დღეს ძველი მოწვევის საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება. მისივე თქმით, 12:00 საათზე ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარადგენს.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს სხდომა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშია ჩანიშნული. ამის მიზეზი ისაა, რომ ბათუმის მერიაში საკრებულოს დარბაზს სამუშაოები უნდა ჩატარებოდა, თუმცა ჯერჯერობით, ტენდერიც არ არის გამორიცხული.

რეზო ხარაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button